saqarTvelos mdinareebi - winubniswyali

ტერიტორიული ერთეულები ახალციხის მუნიციპალიტეტი
სათავე მესხეთის ქედი 41°47`29` ჩ. გ. 42°58`02` ა. გ.
შესართავი მტკვარი 41°41`31` ჩ. გ. 43°07`51` ა. გ.
სიგრძე 24 კმ
აუზის ფართობი 243 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1.4 მ³/წმ

 

მდინარე საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე. ერთვის მტკვარს მარცხენა მხრიდან სოფელ აგარასთან. სიგრძე 24 კმ. გაედინება ახალციხის ქვაბულის ტერიტორიაზე. მარცხენა მხრიდან ერთვის მდინარე ლეკნარისღელე და ალვანისღელე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი 1,4 მ³/წმ.